აპლიკანტთა განაცხადების შეფასება

არდაჰანის უნივერსიტეტი გამოცდების ჩამონათვალი, რომლებიც უცხოელ სტუდენტებს ჩაბარების შემდეგ ჩაეთვლებათ მისაღები გამოცდის ეკვივალენტად:
უნივერიტეტის დასახელება გამოცდის
სახელწოდება
სენატოს
გადაწყვეტილება
2809 ნომრის უმაღლესი განათლების
დაწესებულებების შესახებ კანონის
საფუძველზე დაარსებული ყველა
სახელმწიფო უნივერსიტეტი
სახელმწიფო
უნივერსიტეტების
YÖS გამოცდები
18.12.2019
თურქეთში დაარსებული ყველა კერძო
უნივერსიტეტი
კერძო უნივერსიტეტების
YÖS გამოცდები
16.07.2020

უცხოელი სტუდენტებისთვის მისაღები საერთაშორისო გამოცდები:
  • SAT 1 გამოცდის აუცილებელი პირობაა არა ნაკლებ 1100 ქულის მიღება და აქედან მინიმუმ 600 ქულის მიღება მათემატიკაში.
  • GCE (A level) გამოცდის აუცილებელი პირობაა არჩეული პროგრამის ფარგლებში მინიმუმ 3 საკითხში A შეფასების მიღება.
  • ACT გამოცდის აუცილებელი პირობაა მათემატიკაში (Math) საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში (Science Reasoning) და სულ (Composite) მინიმუმ 24 ქულის მიღება.
  • საერთაშორისო საბაკალავრო დიპლომის მქონეთა დიპლომის ქულა უნდა იყოს არანაკლებ 30 ქულისა.
  • ABITUR-ის დონე მაქსიმუმ 3, Matura-ს დონე მაქსიმუმ 3.
  • ფრანგული საბაკალავრო დიპლომის ქულა არანაკლებ 12.
 
განაცხადის ვადის გასვლის შემდეგ საბუთები აღარ მიიღება.
 
თურქული ენის საკვალიფიკაციო გამოცდის ჩასაბარებლად განაცხადებები განხორციელდება არდაჰანის უნივარსიტეტში TÖMER-ის (თურქული ენის შემსწავლელი ცენტრის) მიერ 01.08.2022 – 09.09.2022 თარიღებში არდაჰანში.
 
აბიტურიენტები:
 
(a) უნდა იყოს ლიცეუმის ბოლო კლასის მოსწავლე ან კურსდამთავრებული
1) უცხო ქვეყნის მოქალაქეები
2) თურქეთის რესპუბლიკაში დაბადებული, მაგრამ თურქეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ნებართვით თურქეთის მოქალაქეობიდან გასული მოქალაქეების არასრუწლოვანი შვილები, რომლებიც თურქეთის მოქალაქეობის კანონის შესაბამისად ოფიციალურად არიან გათანაბრებული თურქეთში მოქმედ კანონებთან.
3) ყოფილი უცხოელ მოქალაქეები, რომლებმაც შემდეგ მიიღეს თურქეთის მოქლაქეობა / ან ორმაგი მოქალაქეობის მქონენი.
4) თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეები, რომლებმაც, გარდა ჩრდილოეთ კვიპროსის თურქული რესპუბლიკისა, მიიღეს განათლება რომელიმე სხვა ქვეყანაში (ამ სტატუსს ექვემდებარები ან ის აბიტურიენტებიც, რომლებმაც, გარდა ჩრდილოეთ კვიპროსის თურქული რესპუბლიკისა, განათლება მიიღეს რომელიმე სხვა ქვეყანაში მოქმედ თურქულენოვან სკოლაში)
5) ჩრდილოეთ კვიპროსის თურქული რესპუბლიკის (KKTC) მოქალაქეები, რომლებიც ცხოვრობენ KKTC-ში, აქვე მიიღეს ზოგადი განათლება და ჩაბარებული GCE AL (The General Certificate of Education – Advanced Level) გამოცდა და მიღებული აქვთ შესაბამისი სერთიფიკატი, ან 2005–2010 წლებში სწავლობდნენ უცხოეთის საჯარო სკოლებსა და კოლეჯებში და ჩაბარებული აქვთ GCE AL გამოცდა, ან ჩააბარეს გამოცდა და სერთიფიკატის მიღებამდე აქვთ ცნობა გამოცდის ჩაბარების შესახებ.
 
b) განხილვას არ ექვემდებარება შემდეგი აბიტურიენტების დოკუმენტაცია
1) თურქეთის მოქალაქე აბიტურიენტის დოკუმენტაცია, რომელმაც ზოგადი განათლება მიიღო თურქეთში და ჩრდილოეთ კვიპროსის თურქულ რესპუბლიკაში
2) ჩრდილოეთ კვიპროსის თურქული რესპუბლიკის (KKTC) მოქალაქეები (გარდა KKTC-ის იმ მოქალაქეებისა, რომლებმაც ზოგადი განათლება მიიღეს KKTC-ში და ჩაბარებული აქვთ GCE AL გამოცდა და მიღებული აქვთ შესაბამისი სერთიფიკატი, ან 2005-2010 წლებში სწავლობდნენ უცხოეთის საჯარო სკოლებსა და კოლეჯებში და ჩაბარებული აქვთ GCE AL გამოცდა, ან ჩააბარეს გამოცდა და სერთიფიკატის მიღებამდე აქვთ ცნობა გამოცდის ჩაბარების შესახებ).
3) ამ მუხლის მეორე (ა) პუნქტის მე-2 ქვეპუნქტის შესაბამისად პირველი მოქალაქეობით თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე, შემდეგ უკვე ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირი (იმათ გარდა, ვინც ზოგადი განათლება მიიღო ჩრდილოეთ კვიპროსის თურქული რესპუბლიკის (KKTC) გარეთ რომელიმე სხვა ქვეყანაში / განათლება მიიღეს ჩრდილოეთ კვიპროსის თურქული რესპუბლიკის გარეთ რომელიმე სხვა ქვეყანაში მოქმედ თურქულენოვან სკოლაში)
4) ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირის, რომლის ერთ-ერთი მოქალაქეობა არის ჩრდილოეთ კვიპროსის თურქული რესპუბლიკის (KKTC) (გარდა KKTC-ის იმ მოქალაქეებისა, რომლებმაც ზოგადი განათლება მიიღეს KKTC-ში და ჩაბარებული აქვთ GCE AL გამოცდა და მიღებულია ქვთ შესაბამისი სერთიფიკატი, ან 2005-2010 წლებში სწავლობდნენ უცხოეთის საჯარო სკოლებსა და კოლეჯებში და ჩაბარებული აქვთ GCE AL გამოცდა ან ჩააბარეს გამოცდა და სერთიფიკატის მიღებამდე აქვთ ცნობა გამოცდის ჩაბარების შესახებ).
5) თურქეთის იმ მოქალაქეების, რომელთაც ზოგადი განათლება მიღებული აქვთ თურქეთის რესპუბლიკაში მოქმედ საელჩოებთან არსებულ სკოლებში, ან თურქეთის რესპუბლიკაში მოქმედ უცხოენოვან სკოლებში; ან ამ წესის მეორე მუხლის (a) პუნქტის მე-2 ქვეპუნქტის შესაბამისად პირველი მოქალაქეობით თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე, შემდეგ უკვე ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირი.
 
აბიტურიენტთა განლაგება ხდება საშუალო განათლების დიპლომის ქულების მიხედვით. აბიტურიენტების მოთხოვნის შემთხვევაში, მათი განაცხადები ასევე მიიღება უცხოელ სტუდენტთა გამოცდის (YÖS) ქულით, დიპლომის ქულების 60% და YÖS ქულების 40% გამოითვლება და განლაგდება მიღებული ქულით.