ბინადრობის ნებართვის მოპოვების

თურქეთში უცხოელ სტუდენტისთვის გათვალისწინებული აუცილებელი პროცედურები:
- უცხოეთში შესასრულებელი პროცედურები (საპასპორტო)
- თურქეთში ჩასვლის შემდეგ შესასრულებელი პროცედურები (ბინადრობის)
- ბინადრობის უფლების შემდეგ შესასრულებელი პროცედურები (დეკლარირების)
 
უცხოეთში შესასრულებელი პროცედურები (საპასპორტო პროცედურები):
უცხოელ აბიტურიენტებს, რომლებიც ჩაირიცხებიან ჩვენს უნივერსიტეტში, სტუდენტების მისამართებზე დაეგზავნებათ საინფორმაციო წერილი ჩარიცხვის შესახებ. ამ წერილის საფუძველზე მათ უნდა მიმართონ თავიანთი ქვეყნის შესაბამის ორგანოებს საპასპორტო პროცედურების მოგვარების მიზნით.
ჩარიცხული სტუდენტები თურქეთის რესპუბლიკაში ვალდებულნი არიან წარმოადგინონ საბუთი სწავლის პერიოდში მათი მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ (საბანკო ანგარიში, სტიპენდია და ა.შ.).
საჭიროების შემთხვევაში შესაძლოა მოთხოვნილ იქნას დამატებითი საბუთები.

თურქეთში ჩამოსვლის შემდეგ გასავლელი აუცილებელი პროცედურები (ბინადრობის პროცედურები):
თურქეთში შემოსვლის შემდეგ, არაუგვიანეს 30 დღისა, ქვემოთ მითითებული დოკუმენტები უნდა წარადგინოს იმ რეგიონის, სადაც უნივერსიტეტი მდებარეობს, საემიგრაციო სამსახურის უცხოელთა განყოფილებას სპეციალური ბინადრობის მოწმობის მისაღებად:
  1. ) უმაღლესი სასწავლებლის მიერ გაცემული ცნობა სტუდენტის ჩარიცხვის შესახებ ან/და მისი ეკვივალენტური საბუთი
b) ხანგრძლივი მოქმედების ვადის მქონე პასპორტი
c) სწავლის პერიოდში სტუდენტის მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ საბუთი (საბანკო ანგარიში, სტიპენდია და ა.შ.).
d) ყოველი წლის დასაწყისში ოფიციალურ გაზეთში გამოქვეყნებული ბინადრობის მოწმობის საფასურის დამადასტურებელი ქვითარი.
e) საჭიროების შემთხვევაში შესაძლოა მოთხოვნილ იქნას დამატებითი საბუთები.
 
ბინადრობის მოწმობის აღების შემდეგ ჩასატარებელი პროცედურები (დეკლარირების პროცედურები):
a) სასწავლო მიზნით ჩამოსული უცხოელი სტუდენტები, რომელთაც მიიღეს ბინადრობის მოწმობა, ვალდებულნი არიან მიმართონ რეგიონის საემიგრაციო სამსახურს და აიღონ თურქეთის რესპუბლიკის პირადი ნომერი უცხოელთათვის.
b) ბინადრობის მოწმობის ვადის გაგრძელების სურვილის შემთხვევაში, უცხოელი სტუდენტი, ვადის გასვლამდე 15 დღით ადრე ან ვადის გასვლიდან 15 დღის შემდეგ, ვალდებულია მიმართოს რეგიონის საემიგრაციო სამსახურს.
c) სწავლის დასრულების, ამორიცხვის, სტატუსის შეჩერების, გაცდენების და სხვა შედეგად გამოწვეული ცვლილებების შემთხვევაში სტუდენტი ვალდებულია 15 დღით ადრე, ხოლო მისამართის შეცვლის შემთხვევაში 48 საათში მიმართოს რეგიონის საემიგრაციო სამსახურს.
d) აკრძალულია ბინადრობის მოწმობაში რაიმეს ამოშლა ან ამოფხეკა. მისი დაკარგვის შემთხვევაში აუცილებელია მიმართოთ რეგიონის საემიგრაციო სამსახურს ახლის მისაღებად.
e) სტუდენტები, რომლებიც მიიღებენ რეგიონის საემიგრაციო სამსახურის მიერ გაცემულ ბინადრობის მოწმობას და პირად ნომერს, ვალდებული არიან აიღონ უმაღლესი სასწავლებლიდან სტუდენტის რეგისტრირების დროებითი ცნობა, მიმართონ რეგიონის სოციალური უზრუნველყოფის სამსახურს და გააკეთონ ჯანმრთელობის დაზღვევა.