მოსამზადებელი განათლება თურქულ ენაზე

თურქული ენის ტესტის ქულა არ იქნება გათვალისწინებული განლაგებისას.
 
თურქული ენის ცოდნის საკვალიფიკაციო დონეები:
a) C1 და C2 დონე: თურქული ენის ცოდნის დონე არის საკმარისი, უფლება ეძლევა დარეგისტრირდეს არჩეულ პროგრამაზე.
b) B1 და B2 დონე: თურქული ენის ცოდნის დონე არ არის საკმარისი. თუმცა, მოკლე დროში შესაძლებელია განავითაროს. უფლება ეძლევა დარეგისტრირდეს არჩეულ პროგრამაზე თურქულ ენაში შესაბამისი კურსის გავლის პირობით. სტუდენტი ვალდებულია არა უგვიანეს მესამე სასწავლო წლის დასაწყისამდე ფლობდეს C1–C2 დონეებს, რაც უნდა დადასტურდეს დოკუმენტალურად. იმ შემთხვევაში, თუ მათი დონე კვლავ დარჩება B1–B2 დონეზე, არ მიეცემათ უფლება გააგრძელონ სწავლა მანამ, სანამ არ მიაღწევენ C1–C2 დონეებს.
c) A1 და A2 დონე: თურქული ენის ცოდნის დონე არ არის საკმარისი. ამ შემთხვევაში სტუდენტი ვალდებულია არა უგვიანეს მესამე სასწავლო წლის დასაწყისამდე ფლობდეს C1–C2 დონეებს, რაც უნდა დადასტურდეს დოკუმენტალურად. სტუდენტი, რომელიც მიაღწევს C1–C2 დონეებს, მათზე იმოქმედებს a მუხლი. ხოლო, სტუდენტი რომელიც მიაღწევს B1–B2 დონეებს, მათზე იმოქმედებს b მუხლი.
 
თურქული ენის ცოდნის დონეები და ქულების ცხრილი მოცემულია ქვემოთ:
თურქული ენის საკვალიფიკაციო დონეები
 
ინტერვალები ახსნა-განმარტებები
C2 90 - 100 საკმარისად ფლობს თურქულს
C1 80 - 89 საკმარისად ფლობს თურქულს
B2 65 - 79 მოკლე ვადაში მიაღწევს თურქულის
საკმარისად ფლობის დონეს
B1 50 - 64  მოკლე ვადაში მიაღწევს თურქულის
საკმარისად ფლობის დონეს
A2 25 - 49 არა საკმარისად ფლობს თურქულს
A1 0 - 24 არა საკმარისად ფლობს თურქულს
თურქული ენის ცოდნის გამოცდის შინაარსი: საკვალიფიკაციო გამოცდა თურქულ ენაში: 50 კითხვა (გამოცდის ხანგრძლივობაა 1 საათი).